ზარქუა: იმედი მაქვს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ეყოფა გონიერება და არ მოაწყობენ ქაოსს

“მე პირადად ეს მიდგომა მაქვს, ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩვენი კოლეგები, რომლებიც შიმშილობენ, თუნდაც, მათ გამო ღირდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რომ გადაეყვანათ სხვა ლოკაციაზე, რომელიც არის გორის ჰოსპიტალი. მე მგონია, ეს სწორი მიდგომაა. დარწმინებული ვარ, ის სერვისები რაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს მიეწოდება უფრო კვალიფიციურად და ეს სიტუაცია განიმუხტება. იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს და იქ არ მოაწყობენ ქაოსს და არეულობის მცდელობა არ ექნებათ. ყველას ვთხოვ, დაიცვას სახელმწიფო ინტერესები, ქაოსი ვნებს სახელმწიფოს და რუსეთის ინტერესებშია,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: სახალხო დამცველი იმსახურებს ქებას და არა კრიტიკას