უდუმაშვილი – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ერთხელ და სუდამოდ პირველ რიგში “ოცნების” ინტერესში უნდა იყოს

პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ერთხელ და სუდამოდ პირველ რიგში “ქართული ოცნების” ინტერესში უნდა იყოს, რათა წლების შემდეგ მათ არ მოუწიოთ მსჯავრდებულების სკამზე აღმოჩენა პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უარი თქვეს საერთო ეროვნულ შერიგებაზე, რომელიც იყო სააკაშვილის ინიციატივა.

“ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რადგან ჩვენ რომ გავარღვიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ვტრიალებთ, ამისთვის საჭირო არის საერთო ეროვნული შერიგება და შეწყვეტა იმ პოლიტიკური შურისძიების და პოლიტიკური დევნის ერთხელ და სამუდამოდ, რომელიც არის ქვეყანაში წლების განმავლობაში და ეს პირველ რიგში “ქართული ოცნების” ინტერესში უნდა იყოს, რომ წლების შემდეგ მათ არ მოუწიოთ მსჯავრდებულების სკამზე აღმოჩენა პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო. ასე რომ, ხელისუფლება ახლა საკუთარ მომავალზეც და ქვეყნის მომავალზეც რომ ფიქრობდეს და ოდნავ მაინც ჰქონდეს გაცდა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს, მათთვის მისაღები იქნებოდა ეს წინადადება, მაგრამ “ქართული ოცნება” როგორც ყოველთვის გარდა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისა და საკუთარი კეთილდღეობისა არაფერზე ფიქრობს და არც იყო გასაკვირი, რომ მათ უარი თქვეს ამ ინიციატივაზე,”- განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით – ენმ-ის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიამინაშვილი – მთავარი მიზანია, ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები