მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით – ენმ-ის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მართლმსაჯულებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

“ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა, ქვეყანაში კრიზისი იყოს დაძლეული, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და შურისძიება. ცხადია, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაადამიანური მოპყრობის, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნილი და შურისძიების მსხვერპლი.

ვხედავთ ჩვენი პარტნიორების ძალიან მწვავე და კრიტიკულ დამოკიდებულებას ბოლო პერიდოში. ბოლო განცხადება იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის და ამაზე ხელისუფლების პასუხი, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ რეფორმებზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, თავის შეცდომებზე, მათ აქვთ ირონიული დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში, ეს მათვე დააზიანებს პოლიტიკურად”, – თქვა ენმ-ის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – არსებულ კოვიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ერთხელ და სუდამოდ პირველ რიგში “ოცნების” ინტერესში უნდა იყოს