მინაშვილი – მთავარი მიზანია, ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები

მთავარი მიზანია, ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები – სანქციები ძალიან ახლოსაა, – ამის შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეფექტიანი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ.

„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეფექტიანი ზომები, მათ შორის მთავარი არის პირადი სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ფუნდამენტურ უფლებებს და დემოკრატიის პრინციპებს არღვევენ. მთავარი მიზანი ამ ზომების არის ის, რომ ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ეს სანქციები ძალიან ახლოსაა. არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ადამიანებს არ ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებდნენ. გუშინ ვნახეთ ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა სანქცია უკრაინაში ყოფილი მოსამართლის მიმართ. იგივე ემუქრებათ ამ კლანის წარმომადგენლებს, სანამ არ დაიწყება სასამართლოს რეალური რეფორმა”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

წინა სტატიაშიუდუმაშვილი – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ერთხელ და სუდამოდ პირველ რიგში “ოცნების” ინტერესში უნდა იყოს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა