უდუმაშვილი – ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას

“რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ამაზე მინდა ვთქვა, რომ თავად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან”, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში, კონსტიტუციური წესრიგი უნდა დამყარდეს.

“როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განხადებები, ნამდვილად არ იმყოფება დღეს ხელისუფლება იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს.

რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ამაზე მინდა ვთქვა, რომ თავად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან და ზოგადად კანონის ფარგლებიდან. ეს კანონი მათთვის არ მოქმედებს და ამ დორის განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ იმ უსამართლობის რომელიც გამეფებულა ქვეყანაში”, – განაცხადა ზაან უდუმაშილმა.

უდუმაშვილის თქმით, ღარიბაშვილი ნიკა მელიას ვერ დაიჭერს და თუ მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, ამას საერთაშორისო პარტნიორებისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვება.

“ახლა აქვს ამ ხელისუფლებას შანსი, რომ ჩვენ არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება”, მაგრამ თუ დაიწყო ამ შენობის შტურმი, ჩათვალეთ, რომ ეს არის პირდაპირი დასასრული “ქართული ოცნების”, – ამბობს უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჟიგიმანტას პავილიონისი: მოგვიწევს სანქციების დაწესება
შემდეგი სტატიაკორტნი – ღარიბაშვილის უკან დაბრუნდება ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია