ჟიგიმანტას პავილიონისი: მოგვიწევს სანქციების დაწესება

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა მზად მოლაპარაკებებისთვის, განსხვავებით ოპოზიციისგან.

“შეუძლებელია წარმართო მოლაპარაკებები, როდესაც ოპოზიციის ლიდერი გყავს დაპატიმრებული… მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, თუ ნიკა მელიას დევნა შეწყდება… მე საქართველოს გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ვიბრძოლებ მისი ინტერესებისთვის. დემოკრატიულ სამყაროში ვინც არ ითვალისწინებს პრინციპებს და აპატიმრებს ლიდერებს, მოგვიწევს სანქციების დაწესება. ვიმედოვნებ, მთავრობა პასუხისმგელობით მოიქცევა. ახლა გაქვთ შანსი, ევროკავშირის წევრი გახდეთ”, – ამბობს პავილიონისი.

ოპოზიციის შეფასებით, “ოცნება” ღარიბაშვილის ხელით 30-წლიანი მონაპოვარის გაუფასურებას აპირებს.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ “ოცნებამ” ყველა კონსტრუქციული შეთავაზება გააკეთა და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა”.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჯარი, ეკლესია, პოლიცია, სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას