კორტნი – ღარიბაშვილის უკან დაბრუნდება ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამბობს, რომ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნა ქართული ოცნების მხრიდან სისუსტის წარმოჩენაა.

ამის შესახებ ულიამ კორტნიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ღარიბაშვილის უკან დაბრუნდება ქართული ოცნების სისუსტის გამოჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია, მაგრამ ასევე კრიზისია მეორე მხარესაც. სააკაშვილი ცდილობს, ოპოზიციაზე გავლენა შეინარჩუნოს, რაც ძალიან ვნებს ოპოზიციასაც და ზოგადად საქართველოს პოლიტიკას”. – ამბობს უილიამ კორტნი.

აშშ-ს ყოფილი ელჩმა ასევე თქვა, რომ დიალოგი ქართველებს შორის უნდა შედგეს, რადგან დასავლეთს არ შეუძლია საქართველოსთვის გადაწყვეტილების მოტანა.

“დიალოგი თავად ქართველებს შორის უნდა შედგეს, შესაძლოა, გამოინახოს, ასე რომ ვთქვათ, ბრძენი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივლენ. დასავლეთს ამ გადაწყვეტილებების მოტანა არ შეუძლია. ეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ”. – ამბობს უილიამ კორტნი.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას
შემდეგი სტატიაგეგმური ოპერაციების დაფინანსება განახლდება