“უცნობი” ჟურნალისტებზე – თუ უნდათ კომენტარები, გამოცდები უნდა ჩააბარონ

“რა თქმა უნდა, შედარებისგან ღმერთმა დამიფაროს, “ნაციონალური მოძრაობისგან” და “ქართული ოცნებისგან”, მაგრამ რაც ჰქონდათ დავალებული, რომ ეს პოლიტიკური ნაგავი ქვეყნიდან გაეტანათ და საბოლოო ჯამში დაეწყნარებინათ ხალხი, თქვენ ხედავთ რა დღეშია ხალხი.

თურმე ყველგან მოკლედ მანქურთულმა ტელევიზიებმა დაიწყეს სირბილი, მოძრაობა, არც იციან, ვეღარ ასწრებენ, გაიგეს ეტყობა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოდის, ისინი ხომ აკონტროლებენ Facebook-ს და ეტყობა საშინელ პანიკაში ჩავარდნენ. ყველა გზებით ცდილობენ და ჩალიჩობენ იმას, რომ რაღაცას მიგვაწეპონ და ეს რაღაცა რა არის, ეს რაღაცა არის “ქართული ოცნება”.

ჟურნალისტებიც არ არიან ის დონე, რო ღირდნენ ისინი შენ პასუხებად. თუ უნდათ კომენტარები, გამოცდები უნდა ჩააბარონ [ჟურნალისტებმა], ერთ კითხვაზე უნდა გვიპასუხონ და მერე ჩვენც ვუპასუხებთ, დავუსვამთ კითხვას მაგალითად ვინ დაწერა “აი ია”.”-თქვა “უცნობმა”, იგივე გია გაჩეჩილაძემ თავისვე გადაცემაში დღეს, მის მიერ დაგეგმილ აქციაზე.

banner
წინა სტატიაშიანზორ ბიწაძე: ,,დღესაც 9 აპრილის აღნიშვნა აქციებისა და კონტრაქციების პარალელურად გვიწევს”
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას