ელენე ხოშტარია: სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას

“საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა. ტელეკომპანია ფორმულას მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდგებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს.
ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას.
სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს”,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაში“უცნობი” ჟურნალისტებზე – თუ უნდათ კომენტარები, გამოცდები უნდა ჩააბარონ
შემდეგი სტატიაზუკა გუმბარიძე: ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმა უკიდურესი პოლარიზაციის გაგრძელებაა