ანზორ ბიწაძე: ,,დღესაც 9 აპრილის აღნიშვნა აქციებისა და კონტრაქციების პარალელურად გვიწევს”

,,ერთიანი საქართველოს” ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის დილას რუსთაველზე დაღუპულთა მემორიალთან შეხვდნენ.

,, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გაართანა, დღე რომელმაც დასაბამი მისცა თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. დიდია იმ ადამიანების ღვაწლი და თავდადება, ვინც 32 წლის წინ თავი შეწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. სამწუხაროდ, დღეს საქართველო მაინც გაყოფილია, დარღვეულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სამწუხაროა რომ დღესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნა აქციებისა და კონტრაქციების პარალელურად გვიწევს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგაც აუცილებელია ქართველი ერის გაერთიანება, ისე როგორც არასდროს უნდა ვიყოთ ერთსულოვნები ვაშენოთ ძლიერი, სუვერენული, გაერთიანებული და ღირსეული სახელმწიფო”.- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

banner
წინა სტატიაში“ემპათიას” ანგარიში 20 ივნისზე – გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია?
შემდეგი სტატია“უცნობი” ჟურნალისტებზე – თუ უნდათ კომენტარები, გამოცდები უნდა ჩააბარონ