უჩა ნანუაშვილი ტყიბულის მაღაროს ტრაგედიას ეხმიანება: თქვენ ხართ მკვლელები..

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და “მკველებს” უწოდებს მათ, ვინც ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება.

“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა.
ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”- წერს უჩა ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ტრაგედია მოხდა: გეგმიური სამუშაოების შესრულების დროს ბაგირი გაწყდა, რამაც ოთხი მეშახტის დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში ჩავარდნა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიირანმა ,,მესი,, არეულობის გამოწვევის გამო დააპატიმრა
შემდეგი სტატიატყიბულში დაღუპული მეშახტეების ცხედრებს, სავარაუდოდ, დილამდე ვერ ამოასვენებენ