ირანმა ,,მესი,, არეულობის გამოწვევის გამო დააპატიმრა

,,ქმედება, რომელმაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ქაოსი და არეულობა გამოიწვია,, ასეთი ბრალი წაუყენეს ირანში ადამიანს, რომელსაც ,,ბარსელონას,, ათნომრიანი მაისური ეცვა და რომელსაც მნახველები ესპანური გრანდის არგენტინელი ფორვარდისაგან ფაქტიურად ვერ ანსხვავებენ.


რიზა ფარასტეში – ასე ჰქვია ლეონელ მესისის ირანელ ორეულს, რომელმაც ,,ბარსელონას,, ფორმის ჩაცმით ირანის დედაქალაქის ქუჩებში არეულობა გამოიწვია… თუმცა ირანის ხელისუფლებამ ,,მესის,, დაპატიმრებით პრობლემა ვერ მოხსნა, რადგან მას ირანელი სტუდენტები გამოექომაგნენ, რომლებიც ახლა საპროტესტო აქციას ამზადებენ რიზა ,,მესის,, განთავისუფლების მოთხოვნით.

banner
წინა სტატიაშიშსს მინდელის მაღაროში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი ტყიბულის მაღაროს ტრაგედიას ეხმიანება: თქვენ ხართ მკვლელები..