ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ცხედრებს, სავარაუდოდ, დილამდე ვერ ამოასვენებენ

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპულთა ცხედრებს, სავარაუდოდ, დილამდე ვერ ამოასვენებენ. სამაშველო სამუშაოებს შახტის სიღრმე ართულებს – ის დაახლოებით 400 მეტრია.

ადგილზე იმყოფებიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ეკონომიკის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” წევრები.
ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი.
პრემიერის დავალებით, ტყიბულში მიემგზავრებიან რეგიონული განვითარების მინისტრი და სამთო მაშველთა დამატებითი ჯგუფები.
უბედური შემთხვევა ტყიბულის მაღაროში დღეს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი ტყიბულის მაღაროს ტრაგედიას ეხმიანება: თქვენ ხართ მკვლელები..
შემდეგი სტატიატრამპმა ასადის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებას ხელი მოაწერა