უჩა ნანუაშვილი: სამწუხაროა, როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხდება გამოძიების დაწყების საფუძველი

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებთანს აუბრისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი პროკურატურის მიერ საქმის წარმოებისა:

„ის, რომ კონვენციის დარღვევა მოხდა, სასამართლომ დაადასტურა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მოსაზრება, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი გაყვანა მოხდა ციხიდან. სახალხო დამცველი თავიდანვე ითხოვდა გამოძიების დაწყებას. მათ შორის, საპარლამენტო ანგარიშებში იყო საუბარი, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან სამწუხაროა ქვეყნისთვის და მისი რეპუტაციისთვის, როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხდება საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის და აქამდე ეს გამოძიება არ ჩატარდა. ზოგადად ის, რომ ხარვეზები იყო, ამ საქმეში ჩანს, მაგრამ მე პოლიტიკური მოტივი, სიმართლე გითხრათ, ვერ ამოვიკითხე, კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას, რათა აღდგეს სამართლიანობა იმ პუნქტში, რომელიც გამოძიების დაწყებას ეხება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება მთავრობის ღირსების საკითხია
შემდეგი სტატიასააკაძის მოედანზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, შუქნიშნები დამონტაჟდება