უჩა ნანუაშვილი : ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის მთლიანად დახურვა დაუშვებელი იქნება

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა დაუშვებელი იქნება.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია და საზოგადოებამ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს.

“ამ საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებელია, პროცესი არ დაიხუროს, თუ კი ამის საჭიროება იქნება, მხოლოდ ის ნაწილი დაიხუროს და არა მთლიანად პროცესი. სამწუხაროდ, წინა მოსამზადებელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ფაქტობრივად პროცესი დაიხურა. მათშორის სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც არ მიეცათ შესაძლებლობა, პროცესს დააკვირდნენ და ვფიქრობ, პროცესის მთლიანად დახურვა დაუშვებელი იქნება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე : ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, გირჩევთ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას დარბაზი დატოვოთ
შემდეგი სტატია„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში…ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში”