აკაკი ბობოხიძე : ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, გირჩევთ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას დარბაზი დატოვოთ

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

სამტრედიაში, კონსტიტუციური ცვლილებების განხილვისაზე აკაკი ბობოხიძის გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

გამოსვლისას ბობოხიძე ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მისადმი გამოთქმულ გაღიზიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ქალბატონი მელაურის თემის რწმუნებულია.

ბობოხიძის ამ რეპლიკას დარბაზში შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან სტვენა მოჰყვა.

აკაკი ბობოხიძემ მოქალაქეებს მიმართა და “სუსტნერვიან” ადამიანებს დარბაზის დატოვება ურჩია.

“ჩემი პარლამენტში შესვლა იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომელიც ხმას გვაძლევს დ ეს ხალხი ცოტა არ არის. ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, გირჩევთ, დარბაზი დატოვოთ. უფლება გაქვთ, არ გიყვარდეთ, მაგრამ ქალბატონი, რომელიც მაკრიტიკებს, მელაურის რწმუნებულია. ქალბატონებო, ნუ ყვირიხართ. მეშვიდე პარლამენტის წევრი ვარ, საიდანაც ექვსჯერ მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ მაჟორიტრებს ხელის გულზე არ ატარებენ”, – მიმართა ბობოხიძემ მოქალაქეებს და საარჩევნო სისტემის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

ბობოხიძის გამოსვლის ფონზე, მოქალაქეები საკუთარი ადგილიდან რეპლიკებს ისვრიან და პროტესტს სტვენით გამოხატავენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ფანცულაია : დეკანოზ მამალაძის პროცესი აუცილებლად ღია უნდა იყოს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი : ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის მთლიანად დახურვა დაუშვებელი იქნება