„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში…ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში”

ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ჩხრეკა პროკურატურაში ჩაუტარდა

„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მანქანაში რომ ჩავჯექი, მოხდა ჩემი შებოჭვა. მეუბნებოდნენ, რომ მე ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში და არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის. ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი : ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის მთლიანად დახურვა დაუშვებელი იქნება
შემდეგი სტატია„ციანიდის საქმეზე“ შუამდგომლობები საჯაროდ განიხილება