უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა

საინფორმაციო სააგენტო GBC-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა. მამაცაშვილის წილის 50%-ის დათმობა ოფიციალურად უკვე გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილის ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გიორგი ბაჩიაშვილია. კომპანია 2013 წელს დაფუძნდა, კომპანია „თანაინვესტირების ფონდს“ მართავს. ფონდს, პროექტები აქვს ტურიზმის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
შემდეგი სტატიაბორჯომის საკრებულოს თავჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს