ექსკლუზივი-გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

„თაიმერის“, როგორც პრემიერ- მინისტრმა ბრძანა, ტაიმერის ინფორმაციით – დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე. სეთურიძეს შეცვლის თანაინვესტორობის ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.
გიორგი სეთურიძე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 2016 წლის აპრილიდან. 1991-1993 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების მთავარ სამმართველოში უფროსი ოფიცერი. 1993 -1996 წლებში იკავებდა ‘’Alcon GmbH Germany’’-ს (ბერლინი, გერმანია) აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. 1996 – 2000 წლებში მუშაობდა შპს. ‘’ალკონ კომ სერვისი“-ს დირექტორად. 2000 – 2002 წლებში იყო TACIS -ის პროექტის – ‘’ამიერკავკასიის რკინიგზის საკომუნიკაციო ქსელის დაპროექტება-მშენებლობა” (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი) ხელმძღვანელი. 2002 წელს ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური ლეგიონის უფროსის მოადგილის თანამდებობა. 2003 – 2006 წლებში მუშაობდა შპს. „ჰაიკომი”-ს დირექტორად, ხოლო 2006 – 2009 წლებში საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის (CCII) დირექტორად. 2009 -2011 წლებში იყო ,,დაბი გრუპ ჯორჯია’’-ს ხელმძღვანელი და ასევე, ,,კორ – სტანდარტ ბანკი’’-ს (KSB) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2011 – 2015 წლებში ეკავა ‘’Camara Trading Corporation Inc ‘’-ის (აშშ) გენერალური დირექტორის პოსტი. 2015 – 2016 წლებში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩეველი, ხოლო 2016 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი. განათლება: 1994 წელს, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2005 წელს; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი

„ტაიმერი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც განვიხილავთ ამ მორიგი საკადრო ცვლილების მიზეზებს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
შემდეგი სტატიაუჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა