ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს

ბორჯომის საკრებულომ ზაზა ჩაჩანიძის შემცვლელად 21 ხმით ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩია.

სხდომას არ ესწრებოდა თანამდებობიდან გადაყენებული ზაზა ჩაჩანიძე , აგრეთვე “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და “ლეიბორისტული პარტიის” წევრები. სხდომას 28 დეპუტატიდან სულ 22 ესწრებოდა. დღესვე დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ სახელფასო ნუსხისა და საშტატო ერთეულის დამტკიცებაზე.

28 მარტს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნის მიზნით, ხელმოწერები საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, 2 კი “პატრიოტთა ალიანსის”.

banner
წინა სტატიაშიუჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს