უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე – მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ჭავჭავაძის გამზირზე, მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხევვა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ასრულებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევა ცოტა ხნის მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“არ ვარ პოლიტიკაში და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას” – ვასილ სოფრომაძე
შემდეგი სტატიაგაუპატიურების მიზნით, ქუთაისში ქალს თავს დაესხნენ