“არ ვარ პოლიტიკაში და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას” – ვასილ სოფრომაძე

პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ – ამის შესახებ განცხადება „ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ გააკეთა. სოფრომაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობას უერთდება, მცდარს უწოდებს.

ბიზნესმენი მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში წასვლას არ გეგმავს.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ, facebook-ში ფეიკ ნიუსს, იმის შესახებ, რომ მე რომელიღაც საზოგადოებრივ მოძრაობას შევუერთდი. მინდა გითხრათ, რომ მე არასოდეს არ ვყოფილვარ პოლიტიკაში, არ ვარ პოლიტიკაში და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. თავს შევიკავებ ნებისმიერი პოლიტიკური კომენტარისაგან, ნებისმიერი პარტიის და მოძრაობის მიმართ, მარგამ მინდა ვუთხრა ყველა რჯულის ბოტს, ყველა ტროლს და სხვადასხვა იდიოტებს, რომ მე თქვენ თქვენი ასეთი ქცევებით, ვერც ერთ ვარიანტში ვერ მიმიყვანთ, ვერც ერთ მოძრაობაში“ – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

ბიზნესმენი აქვე ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებასაც ეხმარეურება, სადაც მან ბიზნესის თავისუფლებაზე ისაუბრა. ვასილ სოფრომაძე მინისტრის ამ განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ბიზნესზე დღეს ზეწოლა ხორციელდება.

„დიახ, ვადასტურებ, ბატონო ივანე, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა. თქვენი მინისტრობის პერიოდში, საგადასახადომ, ფრესკოს წარუდგინა ისეთი გაუგონარი სარჩელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგეთ და რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, რომ არ მოგვემგო, მაგრამ ახლაც გრძელდება ეს ზეწოლა“ – განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე – მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა