ტუსკი პოლონეთის პოლიტიკაში ბრუნდება და ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში

დონალდ ტუსკი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ევროპის პოლიტიკით იყო ბრიუსელში დაკავებული, პოლონეთის პოლიტიკას უბრუნდება და ოპოზიციურ “სამოქალაქო პლატფორმას” ჩაუდგება სათავეში, რომელიც მისი დაარსებულია – პოლონური მედია წერს.

გადაწყვეტილება, ტუსკის პოლონურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ სოპოტში პარტიის ახლანდელ ხელმძღვანელთან ბორის ბუდკასთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. ბუდკამ და ტუსკმა ერთად უყურეს პოლონეთის ნაკრების თამაშს.
ტუსკის გადაწყვეტილებას ოფიციალურად 23 ივნისს გაავრცელებენ – ამ დღეს არის “სამოქალაქო პლატფორმის” ყრილობა დაგეგმილი. Gazeta Wyborcza-ს ინფორმაციით, ყრილობაზე ბუდკა გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ტუსკი კი პარტიას ჩაიბარებს. ცვლილებები სასწრაფოდ 3 ივლისამდე დაიგეგმა – ამ დღეს პოლონეთის მმართველი პარტია ხელახლა აირჩევს იაროსლავ კაჩინსკის თავმჯდომარედ, რომ “ახალი კურსის” შესახებ გამოაცხადონ.

Gazeta Wyborcza-ს ცნობით, “სამოქალაქო პლატფორმაში”, შესაძლებელია ყველაფერი მარტივად არ გადაწყდეს, რადგანაც პარტიის ბევრი წევრი ტუსკის დაბრუნებას არ უჭერს მხარს.
დონალდ ტუსკი “სამოქალაქო პლატფორმის” დამაარსებელია და ხელმძღვანელი იყო 2003-2014 წლებში. 2007-2014 წლებში მას პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2014-2019 წლებში ტუსკი ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობდა, 2019 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიპატარაია: დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა
შემდეგი სტატიათურნავა: ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს