ტურისტებისთვის ეიფელის კოშკი და ლუვრის მუზეუმი დაიხურა

ეიფელის კოშკი მოსალოდნელი ტერაქტის გამო დაიკეტა

იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა და დასავლეთის ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ პუტინთან ერთად კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე თვეა ამას ითხოვს პრეზიდენტი პუტინი. ევროკავშირმა რომელსაც მიგრაციის პრობლემა ყველაზე მეტად შეეხო, რუსეთთან კოალიციურ რეჟიმში უნდა იმოქმედოს. ასევე აშშ-მა და ჩინეთმაც და გაეროს ეგიდით სამხედრო ინტერვენცია განახორციელონ კიბოს- ISIS-ის აღმოსაფხვრელად“- განაცხადა ბერლუსკონიმ იტალიური სატეკლევიზიო არხის Rai 1-ის ეთერში.
აღნიშნული განცხადება ბერლუსკონიმ პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გააკეთა. საფრანგეთში მომხდარ 6 ტერორისტულ აქტს 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 200-მდე კი დაიჭრა. ამ დროისთვის საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაში,,ეს მესამე მსოფლიო ომის ნაწილია”– რომის პაპი
შემდეგი სტატია“ექსპორტი 24 პროცენტით შემცირდა”