ტუალეტების პრობლემა არსებობს და ის უნდა მოგვარდეს

ქალაქის მერი, დავით ნარმანია, საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენას პირადად გეგმავს. ნარმანია დედაქალაქის მომავლი წლის შესწორებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პროექტის განხილვისას უპასუხებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, ოპოზიციის მსგავსად, კითხვები მათაც აქვთ. თუმცა, საკრებულო თავმჯდომარე, გია ალიბეგაშვილი, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემის მოგვარებას მხარს უჭერს.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქალაქს შეეფერება. ყველამ ვიცით, რომ დედაქალაქში არის ტუალეტების პრობლემა და ეს უნდა მოგვარდეს. რაც შეეხება ჯებირებს, იქ არის ნამდვილად შენიშვნები და ბუნებრივია, ჩვენ დავხვეწავთ და როგორც არის სხვაგან მიღებული, იმ ფორმით დავაყენებთ,“ – აცხადებს გია ალიბეგაშვილი.

banner
წინა სტატიაშისირიის სამხედრო ოპოზიციამ დაღუპული მფრინავის ცხედრის გადაცემის პირობები დაასახელა
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი ილია კარტოზია განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა