სირიის სამხედრო ოპოზიციამ დაღუპული მფრინავის ცხედრის გადაცემის პირობები დაასახელა

სირიის სამხედრო ოპოზიციამ დაღუპული მფრინავის ცხედრის გადაცემის პირობები დაასახელა

სირიის სამხედრო ოპოზიციამ დაღუპული მფრინავის ცხედრის გადაცემის პირობები დაასახელა“სანაპიროს მეათე ბრიგადა”, რომელიც სირიის ერთ-ერთი ოპოზიციური დაჯგუფებაა და რომლის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა დაცხრილული რუსი მფრინავის სხეული, მისი რუსეთის მხარისთვის გადაცემის პირობებს აყენებს – ამის შესახებ “ასოშეიტედ პრესი” წერს.
დაჯგფების წევრმა ჯაჰედ აჰმადმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ მფრინავის ცხედარს რუსულ მხარეს იმ შემთხვევაში გადასცემენ, თუკი სირიის მთავრობა დაკავებულ თანამებრძოლებს გაანთავისუფლებს. სააგენტოს თქმით, მას არ დაუკონკრეტებია რომელ დაკავებულებზე იყო საუბარი.

“ეს რუსი სამხედროს ცხედარია, რომელიც სირიელებს ხოცავდა” – განაცხადა აჰმადმა და დაამატა: “ჩვენ გვაქვს ცხედარი და ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება ამით”.
უკანასკნელი მონაცემებით, მეორე პილოტის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგებაზე ვლადიმერ პუტინის პირველ კომენტარს, საფონდო ბაზარზე ვარდნა მოჰყვა
შემდეგი სტატიატუალეტების პრობლემა არსებობს და ის უნდა მოგვარდეს