წულუკიანი: ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა

“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას, ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს, და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანრმთელობის მოფრთხილებისკენ”, -მიმართავს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

banner
წინა სტატიაშიISFED-მა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას