დეკანოიძე: ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას

ყველა სქემა ვიცით, რომელიც ამოქმედებული აქვთ გაყალბებისთვის და ყველა მათგანი იქნება მხილებული. ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას – არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისელებს და არამხოლოდ მათ, მიმართავს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:

“ძვირფასო ქუთაისელებო, მობრძანდით არჩევნებზე ხვალ. ყველა ვინც ხმას აძლევთ ქუთაისში, აუცილებლად ჩამობრძანდით. ჩამობრძანდით იმისთვის, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდადში, არა მხოლოდ, ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება, რომელსაც ვერ აღუდგება ის გაყალბების მანქანა, რომელიც დღეს ამუშავებული აქვს ხელისუფლებას” ამბობს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა
შემდეგი სტატიანაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში- “საქართველოსთვის” წევრმა პარტია დატოვა