წნორის მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

წნორის მოხუცთა თავშესაფარში ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 79 წლის მოხუცია.

ინფიცირების წყარო უცნობია. თავშესაფარში აცხადებენ, რომ მოხუცს სიმპტომები არ აქვს. ამჟამად თავშესაფარში 22 ბენეფიციარი ჰყავთ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 054 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – კვლავ გრძელდება „ქართული ოცნების“ ნაცადი ხერხებითა და გზით სიარული
შემდეგი სტატიალევან კვარაცხელიას ინფორმაციით,ბოლნისში ენმ-ს აქტივისტების კოლონას ქვები დაუშინეს