ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, ინდოეთსა და ნეპალში 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა -წერს Reuters-ი.
ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით წყალქვეშ მოექცა ასობით დასახლებული პუნქტი. “სიტუაცია ცუდიდან უარესისკენ ვითარდება. ბანაკებში მილიონზე მეტი ადამიანია გადაყვანილი” – განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა კეშაბ მახანტამ.
მთავრობის მონაცემებით, კალაპოტიდან გადასულმა მდინარე ბრახმაპუტრამ 16-ზე მეტი რეგიონი დატბორა. მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა.
მეზობელ ნეპალში წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია, რომლის შედეგადაც 58 ადამიანი დაიღუპა. მთავრობა სობით ათას ევაკუირებულ ადამიანზე ავრცელებს ინფორმაციას.