დიანა ტრაპაიძე ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.ჟურნალისტს შაბათობით გადაცემა “ქრონიკის სტუდია” მიყავდა.

ამის შესახებ დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„წავედი “იმედიდან”.ცოტა დასვენება მინდა, მართლა. “იმედის” ხელმძღვანელობას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ეს გადაცემა, ჩემი ავტორობით, ისევ ყოფილიყო ბადეში. მთხოვდნენ გადამეხედა გადაწყვეტილებისთვის. მადლობა ყველას, ვუსურვებ ამ არხს წარმატებებს, იქ ნამდვილად ბევრი კარგი წელი მაქვს გატარებული.მადლობა იმათ ვინც ხელმეორედ დამაბრუნა ამ არხზე”, – წერს დიანა ტრაპაიძე.

banner
წინა სტატიაშიერევანში პოლიციის შენობაში მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა ექიმები მძევლად აიყვანეს
შემდეგი სტატიაწყალდიდობის გამო ინდოეთსა და ნეპალში 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა