წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზე, რასაც ახლა სუს-ი იძიებს – მდინარაძე “გადატრიალების საქმეზე”

მმართველი გუნდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისევ ოპოზიციას აკისრებს. “ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამკუა მდინარაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჰქონდა ინფორმაცია ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებზე და ეს ლილუაშვილის უწყებას პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც მიაწოდა.

“მთელი სერია იყო, მოსული ინფორმაციების, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რასაც დღეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მათ შორის ირაკლი კობახიძემ გამოკითხვის დროს მიუთითა წყაროს შესახებაც, მიუთითა დეტალურად სახელი და გვარები ვინ იღებს ამ დესტრუქციის მცდელობაში მონაწილეობას დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. ის ინფირმაცია, რაც პრაქტიკულად დადასტურებულია და რაზეც, როგორც მინიმუმ უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღები აქვთ თავზე იმიტომ, რომ ჩვენ წინადღეს ვლაპარაკობდით კონკრეტულ ადგილებზე სადაც ეს დესტრუქცია იქნებოდა,” – ამბობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმითვე, არჩევნებზე იარაღით მისული დიმიტრი შაშკინი “გოიმურად”, პროვოკაციულად ცდილობდა თავისი თავის რეკლამირებას.

banner
წინა სტატიაშიხუსკივაძე: ოცნების ამომრჩევლებს რეგისტრაციის პროცესს უმარტივებენ, სხვებთან წელავენ
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: “ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს მოსული ადამიანების ოდენობას”