ხუსკივაძე: ოცნების ამომრჩევლებს რეგისტრაციის პროცესს უმარტივებენ, სხვებთან წელავენ

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ხუსკივაძე საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება სტრუქტურული დანაშაულია.

მისი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ან უბნის ინსპექტორები “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს ერთი მისამართიდან მეორეზე გადაწერის პროცესს უმარტივებენ, სხვების შემთხვევაში კი, პროცესი იწელება.

“თუ თქვენ ხართ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი, თქვენ უპრობლემოდ გაგიმწვანებენ რეგისტრაციას და ძალიან მოკლე ვადებში. მაგრამ თუ თქვენზე ინფორმაცია არ აქვთ, რომ “ოცნების” ამომრჩეველი ხართ, თქვენ ეს გეწელებათ დროში”, – ამბობს აკაკი ხუსკივაძე.

აკაკი ხუსკივაძე “კარდაკარ”-ის სისტემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი გამოყენებით, ამომრჩეველთა სიიდან ოპოზიციის მხარდამჭერი პირების ამოყრა და ხელისუფლების მომხრეების ჩამატება ხდება.

“იმ ამომრჩეველთა ამოყრა ხდება, ვინც არ არის მათი მომხრე და ეს ხდება უკვე “ქართული ოცნების” კარდაკარის საშუალებით”, – ამბობს ის.

ამასთან, ხელისუფლებამ ეს სქემა მიმდინარე წელს საკანონმდებლო დონეზეც გაამართლა – გასულ წლებში სიები უბნებს გადაეცემოდათ 2 დღით ადრე, 2020 წელს კი, სიები უბნებს მიაწოდეს 12 საათით ადრე, რაც მათი შედარებისა და გადმოწმების საშუალებას აღარ იძლეოდა.

banner
წინა სტატიაში“ამაზრზენია” – დიმიტრი შაშკინი “გადატრიალების საქმეზე” სუს-ში დამკვირვებელთა დაბარებაზე
შემდეგი სტატიაწინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზე, რასაც ახლა სუს-ი იძიებს – მდინარაძე “გადატრიალების საქმეზე”