ბადრი ჯაფარიძე: “ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს მოსული ადამიანების ოდენობას”

“ლელოს” გენერალური მდივანი და პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა რა ტიპის დარღვევებზე და რა რაოდენობის დარღვევებზე ვსაუბრობთ.

მისივე თქმით, დარღვევები იმ დონისაა, რომელიც კონკრეტულ უბნებზე პირდაპირ იძლევა შედეგების გაუქმების საფუძველს.

“სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ ცესკოს მხრიდან ამ ფაქტებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღევანდელი სასამართლოს მიმართ მოლოდინი ვერ იქნება დადებითი. ვიცით, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული. ჩვენი ამოცანა რჩება, პირველი რიგის ამოცანად, რომ მოხდეს სასამართლოს დეპოლიტიზაცია და განთავისუფლება. ეს იყო ჩვენი წინა საარჩევნო პროგრამაც, რომლის განხორციელებაც გვსურს. ვმუშაობთ და ვიბრძვით იმისათვის, რომ დღეს ჩვენი ამომრჩევლების ხმები არ დაგვეკარგოს და ჩვენ შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გავეცით წინა საარჩევნო პერიოდში,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, პარტიამ წარადგინა ოქმები იმის დასადასტურებლად, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

“შემაჯამებელ ხმებში ბიულეტენების რაოდენობა ჭარბობს ამომრჩეველთა რაოდენობას. კვლევის გარეშეც ნათელია, რომ საქმე გვქონდა სამწუხაროდ, მასობრივ გაყალბებასთან. “ლელოს” და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული საჩივრები უნდა იყოს გამჭვირვალედ შესწავლილი და პროცესში ჩავრთოთ თანამეგობრობა. მოსახლეობას და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა რა ტიპის დარღვევებზე და რა რაოდენობის დარღვევებზე ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში იგნორირება ამ საჩივრების და დარღვევების არსებობის ფაქტის იწვევს კრიზისის გაღრმავებას. ეს არია ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული დარღვევების მასშტაბზე მის ოდენობაზე და ხასიათზე,” – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიწინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზე, რასაც ახლა სუს-ი იძიებს – მდინარაძე “გადატრიალების საქმეზე”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ოპოზიციაზე – ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე ეზრუნათ და თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან