“წინასაარჩევნო სპეკულაცია” – მარიამ ჯაში სკანდალურ ჩანაწერების გავრცელებას პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლას უწოდებს

სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც “ომეგა ჯგუფის” საქმეს უკავშირდება, საპარლამენტო უმრავლესობა წინასაარჩევნო სპეკულაციას უწოდებს.

განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ ჯაშმა გააკეთა. მისი თქმით, ჩანაწერების გავრცელება წინასაარჩევნო პერიოდში ვითარების დაძაბვას ემსახურება. დეპუტატი ამბობს, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა.

მარიამ ჯაში მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ჩანაწერების გავრცელებისას საზოგადოებაზე იფიქრონ და გაუფრთხილდნენ მათ.

“ჩემი პირველი რეაქცია მსგავს ჩანაწერებზე ასეთია, ეს არის წინასაარჩევნო სპეკულაცია. რომ წინასაარჩევნო გარემოში შეიქმნას განსაკუთრებით დაძაბული ფონი. ეს არის პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა გაუფრთხილდეს საზოგადოებას, როდესაც მსგავს ჩანაწერებს აქვეყნებენ,”-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

“ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებისგან ბიზნესზე ზეწოლა იკვეთება.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ბანკი 10 წელია, მუშაობს 20:00 საათამდე, სისულელეებზე არ მინდა კომენტარების გაკეთება”- ხაზარაძე ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიამხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბება – პროკურატურა ლევან გახელაძეს კითხავს