მხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბება – პროკურატურა ლევან გახელაძეს კითხავს

მთავარ პროკურატურაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან გახელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ლევან გახელაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში და რა შეკითხვებზე უნდა უპასუხოს გამომძიებლებს.

„ვერ გეტყვით ვერაფერს ჯერჯერობით“, – განაცხადა გახელაძემ.

„იმედის“ ინფორმაციით, გახელაძე პროკურატურაში საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბების საქმეზეა დაბარებული

banner
წინა სტატიაში“წინასაარჩევნო სპეკულაცია” – მარიამ ჯაში სკანდალურ ჩანაწერების გავრცელებას პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლას უწოდებს
შემდეგი სტატიამამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა