“ჩვენი ბანკი 10 წელია, მუშაობს 20:00 საათამდე, სისულელეებზე არ მინდა კომენტარების გაკეთება”- ხაზარაძე ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს

TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს.

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნელის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს: “მოვუწოდებ ყველას, იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე”.
ხაზარაძის შეფასებით, საზოგადოების პრობლემა ტყუილის ტირაჟირებაა.

„ჩვენი ბანკი 10 წელია, მუშაობს 20:00 საათამდე. შეგიძლიათ, დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა რაღაც კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია. თუ თქვენ კომპანიას ხსნით, თუნდაც 20 წუთით ადრე, გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, თანხა გაატანოს. რა შუაშია, რამდენი დღის დაფუძნებულია კომპანია, თუ რეგისტრირებულია და ყველაფერი ბანკში წარმოდგენილი. ეს არის მთელი ამბავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა“ ფირმაზე, რომელიც 24 საათის გახსნილი იყო, ერთბაშად ოთხი მილიონი გასცა, რაც პროცედურის დარღვევა იყო და ბანკს ეს თანხა უნდა დაებლოკა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება – ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა
შემდეგი სტატია“წინასაარჩევნო სპეკულაცია” – მარიამ ჯაში სკანდალურ ჩანაწერების გავრცელებას პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლას უწოდებს