წერილზე გახარიას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუ თითის ანაბეჭდი?! – კაპანაძე პროკურატურის არგუმენტებს სასაცილოს უწოდებს 

შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს ოპოზიცია აფასება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ წერილში ღიად იკითხება რეკეტი, მუქარა და მედიაზე ზეწოლა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პროკურატურას გამოძიების ობიექტურად წარმართვის სურვილი არ აქვს, თორემ გამოქვეყნებული დოკუმენტი საკმარისი მტკიცებულებაა.

„შინაარსი არის სკანდალური და პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რაც ისედაც ვიცოდით, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ყველაფერი სცადა, ყველა ინსტრუმენტის გამოყენება სცადა, მათ შორის მედიაზე ზეგავლენა, მათ შორის ბიზნესმენებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს იყო ნაწილი იმ დიდი დაშინების, ძალადობის და მოსყიდვის კამპანიის. რაც შეეხება კონკრეტულად პროკურატურის შეფასებას არის სასაცილო იმიტომ, რომ როგორ წარმოუდგენია პროკურატურას, ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ზედ კონკრეტული ადამიანის, თუ თითის ანაბეჭდი უნდა ყოფილიყო? იმისთვის რომ გამოძიება წავიდეს საკმარისი მტკიცებულებაა,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: წერილის პირდაპირი ადრესატი იყო არა მამუკა ხაზარაძე, არამედ ავთანდილ (ჭუტა) წერეთელი
შემდეგი სტატიადაველოდოთ ლონდონში ანალიზს და იქნებ გახარიას ანაბეჭდებიც აღმოჩნდეს