დავით ზურაბიშვილი: წერილის პირდაპირი ადრესატი იყო არა მამუკა ხაზარაძე, არამედ ავთანდილ (ჭუტა) წერეთელი

გახარიას წერილი იწყება ტვ1-ის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით. მამუკა ხაზარაძე წერილში მოხსენიებულია მესამე პირში, როგორც მ.ხ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უშუალოდ მიმართვის შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე მინისტრს მესამე პირით და ინიციალებით მოეხსენიებინა, ასევე გაუგებარია რატომ უნდა მოეთხოვათ ხაზარაძისთვის ტვ1-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წერილის პირდაპირი ადრესატი იყო არა მამუკა ხაზარაძე, არამედ ტვ1-ის მფლობელი ავთანდილ (ჭუტა) წერეთელი, რომელმაც, თავის მხრივ, მინისტრის გზავნილი გააცნო ხაზარაძეს, რამდენადაც ეს წერილი მასაც ეხებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ავთანდილ წერეთელი უნდა იყოს ის შუამავალი, ვისაც ვინაობის გაუმხელელად წერილის გადამცემად ასახელებს ხაზარაძე.

პატივისცემით, ერკიულ ზახარიჩ ჰოლმსი-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშირაც მოვისმინე არის ის, რომ ხელით დაწერილი არ არის, ამ შემთხვევაში შეუძლებელია რეალური ავტორის შესახებ ვისაუბროთ
შემდეგი სტატიაწერილზე გახარიას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუ თითის ანაბეჭდი?! – კაპანაძე პროკურატურის არგუმენტებს სასაცილოს უწოდებს