დაველოდოთ ლონდონში ანალიზს და იქნებ გახარიას ანაბეჭდებიც აღმოჩნდეს

დაველოდოთ ჯერ ლონდონში ანალიზს და იქნებ გიორგი გახარიას ხელის ანაბეჭდებიც აღმოჩნდეს, გაგზავნის წინ იქნებ გადაიკითხა კიდევ ერთხელ და ჩაიღიმა გულში, რა მაგარი შანტაჟის წერილი დამიწერიაო, – ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პროკურატურის განცხადება ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შუამავლის ვინაობა დადგინდეს, რომელმაც ხაზარაძეს წერილი მიუტანა, რაც რთული დასადგენი არ არის.

„პროკურატურის განცხადება, რომ წერილი არ არის ინდენტიფიცირებული, არაფერს ნიშნავს. წერილი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე, შეიძლება იქ აღმოჩნდეს თითის ანაბეჭდებიც. აქ ყველაზე მთავარია შუამავალი, რომელიც თურმე ვიცით და შეიძლება ჩვენთვის ყველასთვის ცნობადი სახე იყოს. შეიძლება წერილზე შუამავლის დნმ-ის კვალი, ან თითის ანაბეჭდები აღმოჩნდეს. შუამავლის გადაადგილების მოძრაობის დადგენა დღეს ძალიან მარტივია, მობილური ანძების საშუალებით. არც ამას გამოვრიცხავ, რომ ისეთი სიბრიყვე გაეკეთებინა, პირდაპირ ბანკში მიეტანა წერილი, ვინაიდან ვერ წარმოიდგენდა გახარია ან ივანიშვილი, რომ ხაზარაძე მსგავს ნაბიჯს გადადგამდა. არ არის გამორიცხული, რომ მათ სიფრთხილე დაკარგეს და პირდაპირ ბანკის ვიდეო კამერების ჩანაწერებშია ეს შუამავალი. ნორმალური გამოძიების შემთხვევაში, სხვადასხვა ირიბი მტკიცებულებებით ამ წერილის ავთენტურობის დადგენა არის ძალიან მარტივი“, -აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიწერილზე გახარიას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუ თითის ანაბეჭდი?! – კაპანაძე პროკურატურის არგუმენტებს სასაცილოს უწოდებს 
შემდეგი სტატიასამუდამო პატიმრობა – არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს მოთხოვნა ეგ არის – მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის მამა