წერეთელი – ქვეყანაში, სადაც მთავრობა იყენებს ყველა რეპრესიულ მეთოდს ხელისუფლებაში დასარჩენად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუნებრივი საკითხია

ერთადერთი მექანიზმია, ხელისუფლებამ იფიქროს და მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ან დატოვოს ხელისუფლება და გადააბაროს მთავრობა სხვა პოლიტიკურ ძალებს. ამ ყველაფრის მისაღწევად რჩება საზოგადოებრივი პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.

„არსებული ვითარების მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი ბუნებრივი საკითხია, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არ არის ქართული ფენომენი, სადაც ხელისუფლება არჩევნებით არ იცვლება, სადაც ხელისუფლება იყენებს ყველა მექანიზმს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, გაატაროს რეპრესიული პოლიტიკა ოპონენტების წინააღმდეგ, მითუმეტეს, სადაც არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ხალხი გამოხატავს პროტესტს, შესაბამისად ერთადერთი მექანიზმია, ხელისუფლებამ იფიქროს და მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ან დატოვოს ხელისუფლება და გადააბაროს მთავრობა სხვა პოლიტიკურ ძალებს. ამ ყველაფრის მისაღწევად რჩება საზოგადოებრივი პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლა, რაც არის აუცილებელი კომპონენტი სწორედ ამგვარი რეჟიმებისთვის, რომელთაც აქვთ ამგვარი ავტორიტარული მისწრაფებები,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში
შემდეგი სტატიაიოსელიანი – მთავარი პრობლემაა ბელადომანია, საიდანაც ვერ გამოვედით