ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

ქობულეთის საკრებულოს შენობაში, სადაც ამ წუთებში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, ხმაურია. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები შენობაში საპროტესტო აქციას მართავენ და ბიუროს სხდომაზე შეშვებას ითხოვენ, თუმცა მათ პოლიცია ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

ოპოზიციის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებაა. ისინი ამბობენ, რომ კითხვები აქვთ მმართველი გუნდის დეპუტატებთან და ასევე საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ენმ-ის წევრი იყო, ახლა კი “ქართული ოცნების” რიგებშია.

“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! ეს არის უპირველესი მოთხოვნა ჩვენი, საკრებულოს წევრები დღევანდელი აქციის. კარგად იცის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომ პუტინის დილეგში ზის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მიხეილ სააკაშვილი. ამას მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ აღიარებენ. ასევე, მათ მოკლეს ჩვენი კოლეგა, ნუგზარ ფუტკარაძე, რომლის შესახებაც გამოძიება დღესაც არ არის არცერთ ეტაპზე მიყვანილი და მამა-შვილი რიჟვაძეები, მკვლელები, ისევ იკავებენ თანამდებობას.

გვინდოდა შეკითხვები დაგვესვა თანამდებობის პირებისთვის, აპირებენ თუ არა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრი იყო იმ ხელისუფლების დროს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მოიწყო იმ ახალი ტალღა კოლეჯით, რომელიც მიშას ეგიდით გაიხსნა ქობულეთში, ხმა ამოიღოს და გასცეს შეკითხვას პასუხი, რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი პუტინის დილეგში”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბონდო თედორაძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემი და ნაწამებია – დავით ქაცარავა აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატიაწერეთელი – ქვეყანაში, სადაც მთავრობა იყენებს ყველა რეპრესიულ მეთოდს ხელისუფლებაში დასარჩენად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუნებრივი საკითხია