იოსელიანი – მთავარი პრობლემაა ბელადომანია, საიდანაც ვერ გამოვედით

ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ და მივხვდეთ, რომ სულ ასეთ ვითარებაში ვიქნებით, თუ ჩვენი დამოკიდებულება იქნება, რომელიმე ბელადს ვასიამოვნოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიული საზოგადოება ასე არ იმართება.

„მთავარი პრობლემა ჩვენს თავებშია და ეს არის ბელადომანია, საიდანაც ვერ გამოვედით. მოგეწონათ, როცა ღარიბაშვილი გამოვიდა და სააკაშვილის დაკავება ივანიშვილს მიულოცა? – ეს არავის მოგვეწონა. ახლა ზუსტად იმავეს ვხედავთ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე აქციის ჩატარებას აპირებს. ამ ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ და მივხვდეთ, რომ სულ ასეთ ვითარებაში ვიქნებით, თუ ჩვენი დამოკიდებულება იქნება, რომელიმე ბელადს ვასიამოვნოთ. დემოკრატიული საზოგადოება არ იმართება ისე, რომ პოლიტიკა ვიღაცის სიამოვნებაზე იყოს მომართული. ამ ვითარებიდან გამომდინარე, პოზიციების დაახლოების და შერიგების არ მჯერა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ქვეყანაში, სადაც მთავრობა იყენებს ყველა რეპრესიულ მეთოდს ხელისუფლებაში დასარჩენად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუნებრივი საკითხია
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესის ცვლილებების განხილვა დაიწყო