წერეთელი – დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა

დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა რომ, შესაძლებელია შეთანხმება შედგეს. ის, რომ პოლიტიკაში კომპრომისი სისუსტის ნიშანი არაა, მგონი, პირველად არ მოგვისმენია, ეს ქრესტომათიული სიმართლეა. დიპლომატია და პოლიტიკა სწორედ ამით ხასიათდება, საჭირო დროს საჭირო კომპრომისები უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში კომპრომისებისთვის მზაობა არსებობს.

„პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომელიც ჯიუტად აცხადებს, რომ არის საკითხები, რომლებზეც არ ისაუბრებენ. ეს სწორედ ის მთავარი საკითხებია, რომლებიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხს და ვადამდელ არჩევნებს. ამიტომ, თუ ამ მიმართულებით ხელისუფლებაში არის კომპრომისის მზაობა, ოპოზიციაში არის ამის მზადყოფნა. ვხედავთ, რომ ოპოზიცია დიალოგში აქტიურად მონაწილეობს, დამატებით ბარიერებს არ ქმნის, მაგრამ სწორედ იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც კრიზისის განმუხტვისთვის მთავარ საკითხებად მიაჩნია, სწორედ აქ უნდა დაახლოვდეს პოზიციები და აქ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. რამდენიმე ტიპის კომპრომისზე შეიძლება ვისაუბროთ.

ვფიქრობ, ზოგადად, დიალოგში ოპოზიციის მონაწილეობა სწორი ნაბიჯია, გარდა ამისა, არანაირი აქციები არ ყოფილა. ოპოზიციას შეთავაზებული აქვს, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ პლებისციტის გზით წავიდეთ, როგორც კომპრომისული ვარიანტი. რა კომპრომისი უნდა იყოს იმაზე, რომ მელია და სხვა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ნამდვილად გაუგებარია. ძალიან მკაფიოდ ითქვა ყველგან, სენატში განხილვაზეც, რომ განსაკუთრებით რაც პატიმრების საკითხს შეეხება, რამდენი ხანიც ეს ადამიანები საპატიმროში არიან, ქვეყანა მით მეტად ზარალდება“, – განაცხადა წერეთელმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგოგი წულაიას მხარდამჭერ ავტო – მსვლელობას ქუთაისიდანაც შეურთდებიან
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში