გოგი წულაიას მხარდამჭერ ავტო – მსვლელობას ქუთაისიდანაც შეურთდებიან

პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერ ავტო – მსვლელობას ქუთაისიდანაც შეურთდებიან.

მისი მეგობრები და მხარდამჭერები თბილისში დილიდან გაემგზავრნენ.

ისინი აცხადებენ, რომ გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პატიმარია.

მეგობრების ინფორმაციით, წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არ იღებს არც მედიკამენტებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, დღეს, 14:30 საათზე თბილისში გოგი წულაიას მხარდამჭერების მიერ დაგეგმილი სოლიდარობის ავტო მსვლელობა გაიმართება.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

banner
წინა სტატიაშიNCDC – ინსტრუქცია მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა
შემდეგი სტატიაწერეთელი – დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა