წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სტიქიის ზონაში იმყოფება (ვიდეო

გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.სოფელ მედანში, ლარა ლაკადას უბანში მიქავების საკარმიდამო ეზოში მეწყრული პროცესები დაიწყო, თხილნარსა და სიმინდის ყანებში ორ ჰექტარ მიწაზე გაჩნდა ბზარები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აცხადებს, რომ  ბზარები იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, საჭირო იქნება რამდენიმე ოჯახის გაყვანა.

ბელქანიას ინფორმაციით, მეწყრული პროცესი გაზსადენის მილებსაც აზიანებს, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია.

https://youtube.com/shorts/s6V1Naq2fvM

 

banner
წინა სტატიაშიკიევში, კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს, ის ცოცხალია – კლიჩკო (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერა