კიევში, კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს, ის ცოცხალია – კლიჩკო (ვიდეო)

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში, რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 წლის გოგონა გამოიყვანეს.

კლიჩკოს ცნობით, ახლა მაშველები ბავშვის დედის გადარჩენას ცდილობენ.

“მეგობრებო! შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს. ის ცოცხალია. ახლა დედამისს გადაარჩენენ”, – დაწერა კლიჩკომ Facebook-ზე.

 

https://youtu.be/dLbte46QG24

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პირველი ლედი: მე ვარ იქ, სადაც მინდა და ვარ იქ სადაც უნდა ვიყო
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სტიქიის ზონაში იმყოფება (ვიდეო