წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით,გადაწყვეტილება არ შეეხებათ მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს.

” დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება 16 მარტიდან:
შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა.
დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ.”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიმარტვლში თვით იზოლაციაში ორი პირი იმყოფება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანასთან დაკავშირებით დადებითად ვაფასებ