წალენჯიხის გამგებელი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ მასწავლებლებსა და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

“მე დღეს თქვენთან მოვედი იმიტომ, რომ მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს! ვულოცავ პედაგოგებს! განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს! მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები! გისურვებთ, რომ აქ, ამ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. ახალი სასწავლო წელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს განახლდა.
პირველკლასელებმა წიგნებთან ერთად გაუმჯობესებული სისტემის მქონე “ნეტბუკები” მიიღეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დღეს 315-მა პირველკლასელმა შეაღო სასწავლებლის კარი.
დღესვე , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი დოდო კვარაცხელია საბავშვო ბაღებში იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე დაათვალიერეს იქ არსებული გარემო და პირობები, საბავშვო ბაღებში შეიტანეს სხვადასხვა სახის ინვენტარი და ჭურჭელი

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-ის ტყის სერვისების გუნდი საქართველოშია