აშშ-ის ტყის სერვისების გუნდი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ტყის სერვისების გუნდი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზიანებული ნიადაგის აღდგენაზე იმუშავებს, უკვე საქართველოშია – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„აშშ-ის ტყის სერვისების გუნდი საქართველოშია. მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით ამერიკელი ექსპერტები, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზიანებული ნიადაგის აღდგენაზე იმუშავებენ.

ექსპერტები შეაფასებენ ზიანს და გაწერენ რეაბილიტაციის გეგმას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიადაგის ეროზია, მეწყერი და ღვარცოფი და ტყის ხელახალი ზრდისთვის შენარჩუნდეს ნიადაგი“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის გამგებელი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
შემდეგი სტატიაკენიაში თეთრი ჟირაფები აღმოაჩინეს ( ვიდეო)